Home რეგიონი კახეთის მხარეში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს

კახეთის მხარეში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა პლატონ კალმახელიძემ, გივი მეტრეველმა და ლევან ლილუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძესთან და მოადგილე – ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.

შეხვედრას კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.