გუშინ კახეთის მასშტაბით აღებული ნიმუშებიდან კორონავირუსი ორ მოქალაქს დაუდასტურდა. ლაბორატორიული პასუხები ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
დაინფიცირებულები ყვარლიდან არიან. წყარო ცნობილია და არსებულ კლასტერს ეკუთვნის. მათი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში ტრანსპორტირება ცოტა ხანში იგეგმება. ადგილზე იმყოფება ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 54 – ს მიაღწია .
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გრძელდება უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი. საველე სამედიცინო კარავია გაშლილი გურჯაანის მუნიციპალიტეტს სოფელ ველისციხეში, სადაც მოქალაქეები ამ ეტაპზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გადიან.