Home დღის ამბები კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ამ საკითხზე დღეს დილით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილებში ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებენ.

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს.

რეგიონის მასშტაბით 4 ე.წ ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.