თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ქვეთს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, 37 წლის კაცს მანქანამ იმ დროს დაარტყა, როცა ის გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და ტრამვული შოკით ცოტა ხნის წინ გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები. დაწყებულია გამოძიება.