Home რეგიონი გურჯაანი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში შეხვედრა გამართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კახეთის მხარეში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას წარმატებით ახორციელებს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარე – დავით დევიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ – გიორგი მაჭავარიანთან, მერის მოადგილეებთანსაკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა დეტალურად განიხილა.

რეფორმის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტი უკვე აზომილია და საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
2022 წლიდან დღემდე აზომილია 927 185 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 000 მიწის ნაკვეთზე.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule