თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში იტალიის და შვედეთის საგანგებო სიტუაციებისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი გამართეს.
ტრენინგს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თამარ ზაზანაშვილი, უწყების თანამშრომლები, წითელი ჯვრის, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მთავარი ამოცანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირების, აღდგენა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.