უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად- ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
არსებული ინფორმაციით, მარიამ ფროდიაშვილმა, სალომე ფროდიაშვილმა და მარიამ ამბრამიშვილმა, იტალიის გუნდი- 14 ქულით დაამარცხეს.
მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მისი მესამე ოქროს მედალია.