Home დღის ამბები სპორტი ისტორიაში პირველად – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

ისტორიაში პირველად – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. შესარჩევი ციკლის ბოლო თამაში ნაკრებმა „თბილისი არენაზე“, ისლანდიასთან გამართა და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 80:77 დამარცხდა.

იქიდან გამომდინარე, რომ რეიკიავიკში საქართველომ მასპინძლებს 3-ქულიანი სხვაობით მოუგო, დღევანდელი ანგარიში ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. შედეგად, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 3 ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.