Home დღის ამბები ირაკლი ქადაგიშვილმა ყველის საწარმო მოინახულა

ირაკლი ქადაგიშვილმა ყველის საწარმო მოინახულა

დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო “ცივის ყველი” მოინახულა

და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმო ” ცივის ყველი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,

ხდება რძის გადამუშავება სხვადასხვა ნაირსახეობის ყველის წარმოება და სასურსათო ობიექტებში გატანა. საწარმოში მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები. თანამშრომლები სანიტარული ნორმების სრული დაცვით აჭურვილნი არიან – პირბადეებითა და ხელთათმანებით, ამავდროულად, იცავენ სოციალურ დისტანციას.

საწარმოს მეპატრონის გოჩა ღაღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება მაქსიმალურად ხდება, რაც საწარმოს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ აისახება.