„ქართული ოცნების“ ახმეტის-თელავის-ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო.
ირაკლი ქადაგიშვილი თავის საარჩევნო ოლქში 155 სოფლისა და 4 ქალაქის მოსახლეობას შეხვდება.
კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კონდოლიდან დაიწყო.