თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, მერის წარმომადგენლები და ა(ა)იპების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური და საკანონმდებლო დონეზე განსახილველი საკითხების საჭიროებებზე და მათ მოგვარებაზე.