კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამ წუთებში დისტანციურად საგანგებო შეხვედრას მართავს.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თელავის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.
გუბერნატორი მუნიციპალიტეტის მერებისგან და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.
მსჯელობენ არსებულ გამოწვევებზეც, ამიტომ ირაკლი ქადაგიშვილმა ყველა უწყების წარმომადგენელს შესაბამისი მითითებები მისცა.