” შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა, სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა აგრეთვე ავიაციის ინდუსტრიაც.
ტურიზმი და ავიაცია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის ანგარიშზე განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა აგრეთვე ავიაციის ინდუსტრიაც. კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, ჯამურად, მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს – 6 მლნ მგზავრს გაუწიეს მომსახურება.