დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
” ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს! ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა.
საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.