Home დღის ამბები ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი...

ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს

” საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა, თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება.