პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს.
რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს
“ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50% და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მმართველი გუნდი თავის არჩევანს 8 სექტემბრის შემდეგ გაახმოვანებს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია იქნება უკვე ცნობილი.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.