ინტენსიური თოვის გამო, თელავში, შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
როგორც “მთავარ ამბებს კახეთიდან” თელავის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ტრანსპორტი შეზღუდული გრაფიკით მუშაობს, საღამოს საათებში კი მოძრაობა, ყინვის გამო შეჩერდება.
როგორც ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის, ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია თოვლის საფარისგან.
,, სპეც-ტექნიკა გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში გაიწმინდა შიდა საუბნო და ცენტრალური გზები. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. გვაქვს ტექნიკური მარილის საჭირო რაოდენობა და ყინვის გაძლიერების შემთხვევაში, მზად ვართ. უსაფრთოხების მიზნით დროებით შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.