ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სასკოლო სერიის გამარჯვებული ვაზისუბნის სკოლის გუნდი გახდა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პროექტის ფინალში 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილის მფლობელი ვაზისუბნის გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი არაშენდისა და ბაკურციხის მოსწავლეთა გუნდებმა დაიკავეს. საუკეთესო მოაზროვნე არაშენდის სკოლის მოსწავლე დავით პიტიურიშვილი გახდა,
” ფინალში მონაწილე ექვსეულს, მეორე – მესამე ადგილზე გასულ გუნდებსა და საუკეთესო მოაზროვნეებს პრიზები – ბროლის ბუ, სიმბოლური ჯილდოები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
ახალგაზრდული პროექტი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა მხარდაჭერით ჩატარდა.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.