საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთში გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონია გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილესთან კოტე ბერიძიშვილთან ერთად დაესწრო.
საგრანტო წინადადებები კომისიამ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.