მიმდინარე წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხელფასს იღებს წლიურად 3.5%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი.
„2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის მე-9 თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60.1%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა,“ – ნათქვამია PMCG-ს კვლევაში.