Home რეგიონი „ილიას ტბაზე“ რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში

„ილიას ტბაზე“ რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ილიას ტბაზე“ რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში.

” შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი – ვაჟების, 4 გუნდი – გოგონების.

ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის სკოლა.

გოგონათა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სკოლა.

შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ”,- აღნიშნავენ ყვარლის მერიაში.