PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივნისში მაისთან შედარებით, 7,5%- ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7,6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების 9,8%-ით შემცირდა.
რაც შეეხება წლიურ ზრდას, ივნისში 2021 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10,2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8,4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15,2%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (23,1%) და კახეთში (12,9%), ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში (-32,3%) იყო.
ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 245 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 110 ლარი შეადგინა.
5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში 519 ლარი იყო. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 702 ლარი შეადგინა, კახეთში – 575, თბილისში – 568, ხოლო აჭარაში – 552 ლარი.