2022 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 87.4%-ით აღდგა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.618 მლრდ დოლარი შეადგინა, 2019 წლის ამავე პერიოდში კი, 1.851 მლრდ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივლისი პირველი თვეა, როდესაც ტურიზმიდან შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. მხოლოდ ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 476.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 80.7 მლნ-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (395.4 მლნ).
ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 7 თვეში 1 668 983 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.