Home დღის ამბები ეკონომიკა ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს

ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს

გზათსარგებლობისთვის ტარიფის გაძვირებამ საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდა. ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს.

რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიორიაზე ივლისში 39,177 სატვირთომ გაიარა. 7 თვეში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები კი, 55.7 მლნ ლარია. წლიურ ჭრილში შემოსავალი 18.5 მილიონით, ანუ 49.9% გაიზარდა. სულ 7 თვეში საქართველოს დერეფნით 164,866 ტრაილერმა ისარგებლა.

აღსანიშნია, რომ საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.