იაპონიის ელჩი, შიძუკა ჰიდეკი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, ჯონდო მდივნიშვილს, სპეციალური ვიზიტით შეხვდა.
შეხვედრას, მერთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გიორგი ალადაშვილი, მერის მოადგილე- ნინო ბატიაშვილი, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იაპონიის საელჩომ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, გრანტი, 91 525 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადასცა.
ცნობისთვის- აღნიშნული პროექტით, მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ნარჩენების შემკრები ავტომობილი და 77 ერთეული ურნის შეძენა განხორციელდა.