Home დღის ამბები ეკონომიკა იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება...

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება. აღნიშნულს გულისხმობს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიემართება – 1 499 100 000 ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მლნ ლარს, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120 მლნ ლარი, მათ შორის 55 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის (ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა).

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების – 100 ლარით ზრდა.