„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58 ათასი ტონა, რაც 13 ათასი ტონით ანუ 18,3%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (71 ათასი ტონა) შედარებით.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,9 ათასი ტონა (6,7%); ერაყი – 2,9 ათასი ტონა (5%); თურქმენეთი – 1,7 ათასი ტონა (2,9%); რუსეთი – 0,5 ათასი ტონა (0,9%); მალაიზია – 0,1 ათასი ტონა (0,2%).
„2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,52 ათასი ტონა, რაც 0,55 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (24,97 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (25,49 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.