თუშეთის საავტომობოლო გზა საბოლოოდ გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურისტულ სეზონს თუშეთი კიდევ ერთი სიახლით შეხვდება- ავტომობილებით გადაადგილება ისეთ სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, სადაც ამ დრომდე სამანქანე გზა არ არსებობდა.
საავტომობილო გზის თოვლის მასისგან წმენდის სამუშაოები დაახლოებოთ ორი თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცნობისათვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორისაა. თუშეთის სოფლები კი რამდენიმე თვის განმავლობაში გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილია და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი.
საავტომობილო გზით სარგებლობა მხოლოდ მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე პერიოდშია ნებადართული.