Home რეგიონი ახმეტა თუშეთში სოფელ ომალოში თუშეთობა 2025 გაიმართა

თუშეთში სოფელ ომალოში თუშეთობა 2025 გაიმართა

თუშეთში, სოფელ ომალოში, ,,თუშეთობა 2025” გაიმართა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და თუშეთში ჩასულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

,,თუშეთობა 2025” ტრადიციულად დოღით დაიწყო.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და დები ზვიადაურების კონცერტი გაიმართა.

მოეწყო თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

ასევე, ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის ტრადიციული თუშური კერძების დეგუსტაცია ჩატარდა.

ღონისძიებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი, ემზარ მოზაიძე, მეცხვარეობის ტრადიციების გამგრძელებელი, ბიძინა ლეკაიძე და თუშეთში აბანოს უღელტეხილზე ამოსული სტუმრის პირველი მასპინძელი ,,კაფე ღრუბლებს ზემოთ” დამფუძნებელი და მეპატრონე, დაჯი ოშორიძე დააჯილდოვა.