თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შეასრულა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
შეგახსენებთ, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა- ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.