მეორე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი სოფლების ლეჩურისა და ფშაველის ტყეშია გავრცელებული.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რამდენიმე ღია კერა არსებობს, თუმცა, ხანძრის ზონა სოფლიდან მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ცეცხლი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მთაში, 4 დეკემბერს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა. უწყებაში ჯერჯერობით არ ამბობენ, დაახლოებით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.