გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 27 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით თოვლის პაპა მოგზაურობდა.
თოვლის პაპა თითქმის ყველა სოფელს ესტუმრა და შემხვედრ პატარებს ტკბილეული გადასცა.
საახალწლო განწყობისთვის სოფელ ვაჩნაძიანში, ველისციხეში, ვეჯინში,ბაკურციხეში,არაშენდასა და კაჭრეთში “Leko’s Music Studio”-ს კონცერტები გაიმართა.
თოვლის პაპის მოგზაურობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრადიციად იქცა და მესამე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.