“ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა”- ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ბოლო ერთ კვირაში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
,,ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.
ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკურად”,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.