Home დღის ამბები თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.

 პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 997 ლარი დაიხარჯება.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი,, ახორციელებს.