თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება 500 გრძ.მ. მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა წყალარინების ჭები, მოეწყო ბორდიურები.
სამუშაოების ბიუჯეტია 496 400 ლარი. შემსრულებელი კომპანია: „გზამშენი 2005“.