თელავში, ჭავჭავაძის გამზირის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილკების კეთილმწოყობასა და გზის დახაზვით სამუშაოებს.
ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს.