თელავში- წყლის რესურსების მართვის რეფორმაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვებებზე შეხვედრა გაიმართა.
USAID- ის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო სექტორთან და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი ხასიათის შეხვედრა- თელავში- საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის ობიქტზე მოაწყეს, რომელიც ქალაქს ემსახურება, სადაც ხდება- ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით, რის შედეგადაც გარემოზე მავნე ზემოქმედება მცირდება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები იკლებს.
როგორც გამწმენდი ნაგებობების მართვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
“ოპერირებაშია გასული გამწმენდი-ნაგებობა, რომელიც პირველ რიგში იწმინდება მექანიკურად და ბიოლოგიურად, მოიცავს ქალაქ თელავის საკანალიზაციო სისტემას, რითაც ვიცავთ მდინარე ალაზანს დაბინძურებისაგან”,- აღნიშნა ირაკლი დიდმანიძემ.
USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩევლის, დავით წიკლაურის თქმით- რეფორმის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება- თუ რა სიახლეებს ნერგავს და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონი რეგიონებისთვის.
“დღეს ამ ლოკაციაზე ხდება ამ სისტემის საჭიროების და ღირებულების გაცნობა ჟურნალისტებთან, რომ გაიზაროს ინფორმაცია წყლის ხარისხის აუცილებლობაზე, რომ წყალს უნდა გაფრთხილება, მოვლა და რომ ქვეყანა მოემზადოს წყლის რეფორმის სხვადასხვა ინოვაციების დადებას.
რეფორმის მიზანია, რომ ყველა რეგიონს, მუნიციპალიტეტს და იქ მოღვაწე წყლის სექტორის წარმომადგენლებს, ქონდეთ ინფორმაცია, თუ რას შეცვლის ეს კანონი და როგორ უნდა მოემზადონ- საუბარია მათ გადამზადებაზე, კერძო კომპანიების ჩართვაზე და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე, თუ რა სიახლეებს ნერგავს ეს კანონი ქვეყანაში”,- აღნიშნა დავით წიკლაურმა.
გარემოს დაცვის ექსპერტის, კახაბერ სუხიტაშვილის თქმით, არსებული ობიექტის არსებობა, მნიშვნელოვან რისკს არიდებს, გარემოს დაბინძურებისაგან.
” არსებული ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანია თელავისთვის, მოსახლეობისთვის, ვინაიდან ძალიან დიდ რისკს ვაცილებთ გარემოს დაბინძურებისას და გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადგილს, საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ჩვენ ვისაუბრეთ წარმომადგენლებთან და სამომავლოდ ვგეგმავთ, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებულ ვიზიტებს, რათა მოსახლეობამ, მომავალმა თაობამ, გაიგოს რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, დააფასოს ის ბუნებრივი რესურსები, რაც გვაქვს”,- აღნიშნა კახაბერ სუხიტაშვილმა.
ცნობისთვის, წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 30 ივნისს მიიღო და ის წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი გახდა.