გადაუღებელი წვიმების გამო, თელავის მუნიციპალიტეტში წიწმატიანის სასმელი წყლის სატუმბი სადგური დატბორა, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება, არსებული ინფორმაციით- შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივები წყალს გრაფიკით მიიღებენ.
სასმელი წყლის გარდა, სტიქიამ პრობლემა შექმნა გაზმომარაგებაშიც. ადიდებულმა მდინარე თურდომ მწყობრიდან გამოიყვანა გაზსადენი, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება.