თელავში, ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ბორდიური. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება 170 გრძ. მ. მონაკვეთზე.
პროექტის ბიუჯეტია 186 377 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს ,,ენ-დი როუდი“.