თელავში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნება – შესაბამისი უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა.
არსებული ინფორმაციით- საკონსულო საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის გიორგი ჯახუტაშვილის მეთაურობით გაიხსნება.
აქამდე, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო განყოფილება დედაქალაქში ფუნქციონირებდა. ასევე, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო- ბათუმსა და რუსთავში მდებარეობს.