თელავში, ქლუხორის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბორდიურები, ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება 180 გრძ. მ. მონაკვეთზე.
პროექტის ბიუჯეტია 162 750 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს „ეს-თი ჯგუფი“.