თელავში “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე, შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს მთავრობას, კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
,, სპეციალურად ჩამოვედი ნიუ იორკიდან ამ აქციებზე დასასწრებად. ვიყავი თბილისში, ახლა ვარ თელავში და ვიქნები ყველგან, სადაც გავაპროტესტებთ არსებულ ვითარებას და ვიტყვით ,,არა რუსულ კანონს,,. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მაგრამ როგორც ჩანს, დაავიწყდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს მმართველი არის ხალხი. ” – აღნიშნა ცისნამი საყვარლიშვილმა.
ცნობისათვის, კანონის გაწვევის მოთხოვნით აქციების გამართვა დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაანონსებული.