Home დღის ამბები თელავში სამშენებლო კომპანიამ მუშას ბინა აჩუქა

თელავში სამშენებლო კომპანიამ მუშას ბინა აჩუქა

რომან შარუმაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს.
რომანმა 2 წლის წინ ერთ ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობა დაიწყო, როგორც თავად ამბობს კომპანიის ხელმძღვანელობისგან ერთი წლის თავზე კარგი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა  სადაც  ხელმძღვანელი  დაჰპირდა თუ ასეთ რეჟიმში გააგრძელებდა მუშაობას  და მეორე  მადლობის სიგელსაც მიიღებდა,   კომპანია კი მას   ბინას აჩუქებდნენ .
 2023 წლის ბოლოს რომანს გადაეცა კიდევ ერთი მადლობის სიგელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის საჩუქრად მიიღებდა ბინას
დღეს რომანი უკვე ფლობს ბინას იმ საცხოვრებელ კომპლექსში რომლის მშენებლობაში თავადაც იღებს მონაწილეობას.