თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, 2019 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდში ამბობენ, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“სამუშაოების დიდი ნაწილი დასასრულს უახლოვდებდა, აშენებულია გამწმენდი ნაგებობა. იცით, რომ ფეკალური მასები ამ დრომდე მდინარე ალაზანში ჩაედინება. ეს დიდი პრობლემაა ამ პროექტის გახნორციელების შედმეგ კი აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება”, – ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.
წყარო/droa.ge