თელავში, შოთა რუსთაველის გამზირის N27, N53, N66, N68, N85, N86, N87, N88, N90, N91, N102, N104, N106, N108, N110, N112, N114, N116, N118 საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელებისა და ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება ბორდიურები და დაიგება ასფალტის საფარი.
პროექტის ბიუჯეტია 910 496 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს ,,პალადა“.