ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, თელავში მიმდინარეობს ქალაქის სადღესასწაულო მორთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 28 ნოემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე შეიზღუდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნადიკვრის ქუჩაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.