ამინდის გაუარესების გამო, დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტექნიკური მარილი ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე დაყრილია.
თუმცა მაღალი ყინვის გამო იქმნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოცურების საშიშროება. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ტრანსპორტი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე იმოძრავებს.