კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩის შეხვდა, რომელიც სომხეთის დელეგაციასთან ერთად ეწვია კახეთს.
არსებული ინფორმაციით- შეხვედრაზე მხარეებმა- დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, აქცენტი გაკეთდა რეგიონის პოტენციალზე ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
მხარეები დაბრუნებული მიგრანტების თემში განვითარების მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი, ნათია კვიციანი, თელავის ოფისის კოორდინატორი, მაკა ლეონოვი და პროექტის ასისტენტი, ლიკა ძამუკაშვილი ესწრებოდნენ.