თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით- მათ რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა, მეხანძრე-მაშველებმა, ერთ-ერთი მათგანი სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.