თელავში, 7 წლის გოგონას სახანძრო- სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა.
მოზარდი კარს მიღმა დარჩა , რის გამოც ოჯახის წევრებმა შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა თელავის სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე – მაშველები 9- სართლიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მე-7 სართულზე სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ჩავიდნენ და ჩაკეტილი სახლიდან ბავშვის გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.